პროექტის პორტფოლიო
Posts
მეშვიდე დღე
- Get link
- X
- Other Apps
როდესაც მოსწავლეს ვაძლევთ დავალებას გააზრებული უნდა გვქონდეს ამ დავალების სირთულე. სწორედ ამიტომ, წინა ტრენინგზე გავაკეთეთ ბროშურები, დღეს კი ამ ბროშურების მიხედვით შევადგინეთ შეფასების კრიტერიუმები ,თანატილთა შეფდასების ფორმა და ჯგუფისა და საკუთარი თავის შეფასების ფორმა. შევიტანეთ გეგმაში შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები და გავაკეთეთ შეფასების მოკლე მონახაზე, ძალიან პროდუქტიული აღმოჩნდა დღევანდელი დღე. ვფიქრობ მიღებული ცოდნა დამეხმარება პროექტის წარმატებით განხორციელებაში.
მეექვსე დღე
- Get link
- X
- Other Apps
დღევანდელი დღე დაუთმეთ მოსწავლის ნამუშევრის -ბუკლეტის შექმნას და მასზე დატანილი ინფორმაციის მოძიებას, აგრეთვე გავაფორმეთ სურათებით , საინტერესო იყო ამაზე მუშაობა რადგან ბავშვების როლი გავითავისეთ და აქედან გამომდინარე მიუდექით ამ სამუშაოს. დარჩენილი დრო დაუთმეთ გეგმაზე მუშაობას, ჩემს გეგმაში მცირე ცვლილებები შევიტანე რადგან ტრენინგის მსვლელობისას, მივხვდი რომ ცვლილებების განხორციელება აუცილებელი გახდა , კერძოთ შევცვალე კლასი. მცირე კორექტირება შევიტანე თავად გეგმაშიც . ნავტვირთე პროექტის პრეზენტაცია დრაივერზე .
დღე მეოთხე
- Get link
- X
- Other Apps
დღევანდელი დღე ყველაზე საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩემთვის , რადგან მუშაობის პროცესში ბევრი იდეა მომივიდა რაც დამეხმარა პროექტის მსვლელობის ჩონჩხის ჩამოყალიბებაში . ზოგადი ტეორიული ინფორმაცია მქონდა პროექტთან დაკავშირებით , როგორ ხდება დაგეგმვა მუშაობა და განხორციელება, მაგრამ უშუალოდ დამოუკიდებლად არ გამიკეტებია პროექტი და შესაბამისად ესე დაწვრილებით არ მიმუშავია. ახლა, უკვე ვიცი როგორ დავწერო პროექტის შინაარსი და ნაბიჯ- ნაბიჯ დავგეგმო მუშაობა. ძალიან დამეხმარა ტრენერი, მომაწოდა ძალიან საინტერესო იდეები რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ პროექტის მსვლელობისას.